მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გარემოა შექმნილი საქართველოში ფინტექ კომპანიების განვითარებისთვის? - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მარეგულირებელი ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებისთვის აუცილებელ გარემოს ქმნის, რათა აქ უფრო მეტი ფინტექ ინვესტორი მოიზიდოს. საკითხზე ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მოდერატორის კითხვაზე რატომ დაიწყო საქართველომ ფინტექის მიმართულებით განვითარება, ნათია თურნავა პასუხობს, რომ კითხვას მცირედით შეცვლიდა და საქართველოში ფინტექ ჰაბის განვითარებისთვის მარეგულირებლის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრებდა.

„საქართველო პოზიციონირებას ძალიან ბევრ სფეროში ახდენს დაწყებული ლოგისტიკური, სატრანსპორტო ჰაბის, კომუნიკაციის და ტურიზმის ჰაბის თვალსაზრისით. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩვენ გვქონდა სურვილი გამხდარიყავით ფინტექ ჰაბი. სწორედ ამისთვის ვფიქრობ, ცალკეულ მხარდაჭერას მივიღებთ.

ყველა წამახალისებელი გარემოება შეიძლება შეიქმნას განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რატომ და რა როლი შეიძლება ითამაშოს მარეგულირებელმა იმისთვის რომ ინვესტიციები ფინტექ ჰაბის განვითარებაში?!

ჩვენ ძალიან ღია მარეგულირებელი მიდგომები გვაქვს. ვცდილობთ, საუკეთესო გარემო შევქმნათ ამისთვის. ჩვენ ფინტექ კომპანიებს ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ვთავაზობთ... ლიცენზიების, ნებართვის მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით, ეროვნულ ბანკში ან nbg.gov.ge-ზე შეუძლიათ, ასეთ პრაქტიკას ბევრ სხვა ქვეყანაში ვერ შეხვდებით. ცალკეული ბიზნეს მოდელების და მათი სახესხვაობების გათვალისწინებით დავაწესეთ სხვადასხვა ტიპის ლიცენზიები და ნებართვები. ფინტექებისთვის ჩვენ ახალი ლიცენზია შემოვიღეთ. ამ მხრივ 5 განმცხადებელი გვყავს, რომელიც აღნიშნული ლიცენზიის მიღებას ითხოვს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, 30 სხვადასხვა კომპანიაა დაინტერესებული დარეგისტრირებით.

"კიდევ ერთი ახალი, მაგრამ საინტერესო კონცეფციაა ვირტუალური აქტივების რეგისტრაცია, ეს ძირითადად კრიპტობაზარს ეხება და შედარებით ახალი კონცეფციაა, თუმცა უკვე ძალიან მოთხოვნადი. 30 სხვადასხვა კომპანიაა დაინტერესებული დარეგისტრირებით. ცდილობენ, ნდობის საფუძველზე იქონიონ ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან, რათა ახალი პროდუქტების დატესტვის საშუალება მივცეთ. ჩვენ დავაწესეთ ლიცენზია ციფრული ბანკ „პეისერასთვის“. ეს იყო პირველი ბანკი, რომელსაც ქართველი საბანკო პარტნიორები დაუკავშირდნენ. ეს შედარებით დახვეწილი რეგულაციაა, რომელიც უფრო მეტად ინოვაციურ, ციფრულ საბანკო მოდელს მოითხოვს, მაგრამ ამავდროულად ეს საშუალებას აძლევს ბანკს უფრო მეტად ლიბერალური კაპიტალის საფუძველზე მოხდეს მათი ოპერირება. ჩვენ ასევე ვქმნით მრეწველობის საჭიროებებზე დაფუძნებულ ჩარჩოს. ფინტექ ინვესტორები ეძებენ კომპანიებს, რომლებიც ახალი პროდუქტების ტესტირებას ახორციელებენ და ეს პროცესი წინასწარ განსაზღვრულ და პროგნოზირებად გარემოში უნდა შესრულდეს. სწორედ ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები