მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

61b7143d11cc5
თელარა გელანტია
13.12.21 13:34
371
13-14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, ნათია თურნავა, აზერბაინელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.

ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო - სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა აგრეთვე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნავიევს  შეხვდება.