მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაჰ-დენიზის მილსადენით საქართველომ EU-ს და თურქეთს გაზრდილი რაოდენობის გაზი მიაწოდა

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

BP საქმიანობის 9 თვის შედეგებს აჯამებს - კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის სამი კვარტალის განმავლობაში სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის დატვირთვა გაიზარდა და მან 16.6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.2 მილიარდი კუბური მეტრით მეტია. მილსადენის მეშვეობით თურქეთისა და ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით საქართველოზე ყოველდღიურად 60.5 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი გატარდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მილსადენის დღიური დატვირთვა 56.1 მილიონი კუბური მეტრი იყო.

ამავე ანგარიშში BTC-ის, ანუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვაზეც არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში, დაახლოებით 171 მილიონი ბარელი (23 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 238 ტანკერში ჩაიტვირთა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილსადენის დატვირთვა ერთი მილიონი ტონით გაიზარდა.

ბი-თი-სი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები