მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გადაზიდვები 7%-ით შემცირდა, გატარებული ნავთობის 18% ყაზახური და თურქმენული იყო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით 21 მილიონ 104 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა.

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ის ინფორმაციით, ეს 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მილსადენით გადაზიდული ნავთობის სტრუქტურა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აზერბაიჯანული ნავთობი: 82% (17 მილიონ 268.7 ათასი ტონა) - წლიურ ჭრილში შემცირდა 11%-ით;
  • თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობი: 18% (3.8 მლნ ტონა) - წლიურ ჭრილში 13%-ით გაიზარდა.

ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ძირითადად აზერბაიჯანის „აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (ACG) საბადოთა ბლოკზე მოპოვებული ნავთობი და „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებული კონდენსატი იტუმბება. გარდა ამისა, მილსადენი ტრანზიტულად ატარებს თურქმენეთისა და ყაზახეთის ნედლ ნავთობსაც.

„აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ (ACG) პროექტის აქციონერები არიან: SOCAR (31.65%), BP (30.37%), MOL Group (9.57%), INPEX (9.31%), ExxonMobil (6.79%), TPAO (5.73%), ITOCHU (3.65%) და ONGC Videsh Limited (2.92%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები