17.დეკემბერი .2020 12:50

ნათია თურნავა სასტუმროებს აფრთხილებს

ნათია თურნავა სასტუმროებს აფრთხილებს
views 529
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა სასტუმროებს, რომლებიც ახალ წელს სტუმრებს ელოდებიან, მთავრობის შეზღუდვებს ახსენებს.

თურნავამ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ახალი წელი მოკრძალებული უნდა იყოს და ხალხი სახლებში უნდა შეხვდეს.

„მოდის ახალი წელი და ტურისტული ინდუსტრია, იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლის თანახმად, მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები, მაყურებლის დასწრებით.

აქედან გამომდინარე, ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შევახსენებ, რომ ეს შეზღუდვა დაწესებულია, მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს. ეს ახალი წელის არის განსახვავებული, სიკვდილობა ისევ მაღალი გვაქვს. დადებითი ტენდენციები გვაქვს, თუმცა ახალი წელი უნდა ვიზეიმოთ მოკრძალებულად“, - განაცხადა თურნავამ.