ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ "რიონის ხეობის განვითარების ფონდი", რომლის წინასწარ მოცულობად 5 მილიონი ლარი განისაზღვრა კიდევ გაიზარდოს. ფონდის შექმნის შესახებ ინიციატივა ეკონომიკის მინისტრმა გუშინ წარადგინა. კომპანია ENKA Renewables-სთან მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ამ ფონდის მეშვეობით ნამახვანჰესის კასკადის პროექტის ფართობებში შემავალ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სოციალური პროექტი განხორციელდება.
ინვესტორთან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.
"სწორია ფაქტი, რომ რიონის განვითარების ფონდი შეიქმნება, ამ ფონდში სახელმწიფოც მზად არის რომ შევიდეს. აქ 5 მილიონი პირობითი თანხაა, რადგანაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პროექტები დაიგეგმება. მაგალითად ძალიან კარგი გამოცდილება იყო, როდესაც ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის დროს BP-ის ჰქონდა ფონდი. შედგება პრიორიტეტული პროექტების ნუსხა. შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სოციალური პროექტი, მაგალითად საბავშო ბაღის აშენება ან სოფლის ამბულატორია, სკოლის გარემონტება, სახელოვნებო დარბაზის მოწყობა. ასევე შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად წყალმომარაგება, რაც ძალიან აქტუალურია, ასევე სოფლის გზები. ასევე შეიძლება იყოს განათლების პროგრამები და 20 ახალგაზრდა გააგზავნოს ყოველ წელს სხვადასხვა სასწავლებლებში. შეიძლება ეს იყოს ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება ხანგრძლივი დროით. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩამოყალიბდება შესაძლოა ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი