ინვესტორთან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.
"სწორია ფაქტი, რომ რიონის განვითარების ფონდი შეიქმნება, ამ ფონდში სახელმწიფოც მზად არის რომ შევიდეს. აქ 5 მილიონი პირობითი თანხაა, რადგანაც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა პროექტები დაიგეგმება. მაგალითად ძალიან კარგი გამოცდილება იყო, როდესაც ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის დროს BP-ის ჰქონდა ფონდი. შედგება პრიორიტეტული პროექტების ნუსხა. შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სოციალური პროექტი, მაგალითად საბავშო ბაღის აშენება ან სოფლის ამბულატორია, სკოლის გარემონტება, სახელოვნებო დარბაზის მოწყობა. ასევე შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად წყალმომარაგება, რაც ძალიან აქტუალურია, ასევე სოფლის გზები. ასევე შეიძლება იყოს განათლების პროგრამები და 20 ახალგაზრდა გააგზავნოს ყოველ წელს სხვადასხვა სასწავლებლებში. შეიძლება ეს იყოს ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება ხანგრძლივი დროით. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩამოყალიბდება შესაძლოა ეს თანხა კიდევ გაიზარდოს.
არასწორი შეფასებები გაისმა, თითქოს რამდენიმე ადამიანის მოსყიდვას ემსახურება ეს ფონდი, მე მოვისმინე ასეთი მსჯელობაც,"- გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ფონდის გარდა არის ქონების გადასახადის საკითხიც:
"120 მილიონი დოლარის ქონების გადასახადი შევა ამ 4 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბიუჯეტში. ადგილობრივ თვითთმართველობასთან შევთანხმდებით და ეს თანხა მოხმარდება სწორედ ადგილობრივად იმ სოფლებს, რომლებიც არის რიონის ხეობაში განლაგებული,"- განაცხადა მინისტრმა.