მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთლუღის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

5ed25a44579b7
BM.GE
30.05.20 16:50
789
დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო სავაჭრო ობიექტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება, მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება. გაუმჯობესდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია.

ნავთლუღის განახლებული აგრარული ბაზარი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს. აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განახლება ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებლის და პერსონალის ჯანმრთელობის, ასევე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვას.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 80-მდე აგრარული ბაზარი უკვე ფუნქციონირებს.