მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში 210-მდე კვების ობიექტი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე - სურსათის სააგენტო

64b77d9377b4b
BM.GE
19.07.23 10:15
939
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა. როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

"აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 1501", - განმარტავენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები