მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: გამოკითხულთა 90%, რომელიც 40 წელს ზევითაა, საპენსიო სქემაში ჩართული არ არის

5d808ffa3e0ff
ლიკა გურაბანიძე
17.09.19 12:00
857
NDI-მ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 40 წელს ზევით გამოკითხულთა 90% საპენსიო სისტემაში ჩართული არ არის. 

კითხვაზე - ამჟამად ხართ თუ არა ჩართული სახელმწიფო საპენსიო პროგრამაში?

18-39 წლამდე გამოკითხულთა 27% პასუხობს, რომ ჩართულია, ხოლო 40 წელს ზევით ეს მაჩვენებელი 8%-ია. 18-39 წლამდე გამოკითხულთა 71% პასუხობს, რომ საპენსიო სისტემაში ჩართული არ არის, ხოლო სისტემაში 40 წელს ზევით გამოკითხულთა 90% არ არის ჩართული. რაც შეეხება გამოკითხულთა 2% ორივე ასაკობრივი ზღვარის შემთხვევაში მათ კითხვაზე პასუხი არ იციან.

საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა გამოკითხულთა 30%-ს აქვს, 57% არ აქვს, ხოლო 13%-მა არ იცის.

გამოკითხულთა 71%-სთვის 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს, ხელფასის 2% საპენსიო ფონდში ნებაყოფლობით გადარიცხოს, ხოლო 2% მიიჩნევს, რომ 40 წლამდე მოსახლეობა ვალდებული უნდა იყოს ხელფასის 2% ყოველთვიურად გადარიცხოს საპენსიო ფონდში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატრადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.