მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: მოსახლეობის 53%-ს მიაჩნია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

5e2003d689f3e
ინგა მურუსიძე
16.01.20 10:35
940
საქართველოს მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, - ასეთი პასუხი გასცა ნოემბერში, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დასმულ კითხვას გამოკითხულთა უმრავლესობამ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 24% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კვლევის დროს მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა დემოკრატიასთან დაკავშირებით; მოსახლეობის 59% ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. კითხვაზე, თქვენი აზრით, ამჟამად საქართველოში არის თუ არა დემოკრატია, გამოკითხული მოსახლეობის 33% ამბობს, რომ დემოკრატია არის, ხოლო 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.  საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.