მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის საქმიანობას კარგად გამოკითხულთა 30% აფასებს; პრეზიდენტისას - 17% - NDI

64522b9f3dfc5
BM.GE
03.05.23 13:55
499
გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მარტის შედეგები. დოკუმენტის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების თავის მიხედვით, მოსახლეობის 30% პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კარგად აფასებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კი კარგად 17% აფასებს.

უფრო დეტალურად, ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება ასეთია:

პრემიერ-მინისტრი:

კარგად - 30%; საშუალოდ - 31%; ცუდად - 28%; არ ვიცი - 10%; უარი პასუხზე 1%.

პრეზიდენტი:

კარგად - 17%; საშუალოდ - 41%; ცუდად - 28%; არ ვიცი - 13%; უარი პასუხზე 1%.

პარლამენტი:

კარგად - 13%; საშუალოდ - 40%; ცუდად - 37%; არ ვიცი - 9%; უარი პასუხზე 1%.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები