მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NDI: პოლიტიკოსების უარყოფით რეიტინგში ივანიშვილი და ზურაბიშვილი ლიდერობენ, დადებითში – კალაძე და ბაქრაძე

5e200de007884
ინგა მურუსიძე
16.01.20 11:24
2149
NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებიდან ყველაზე უარყოფითად მოსახლეობის მიერ ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილი არიან შეფასებული, ხოლო დადებითად - კახა კალაძე და დავით ბაქრაძე.

კითხვაზე, როგორია თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ, 49-49% ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, ამასთან, 17% ამბობს, რომ დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 13% - სალომე ზურაბიშვილს.  

კითხვაზე, როგორია თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ, პასუხები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე - დადებითი 34%, უარყოფითი - 22%, დავით ბაქრაძე დადებითი 34%, უარყოფითი - 21%, ალეკო ელისაშვილი - დადებითი 20%, უარყოფითი 20%, გიორგი გახარია - დადებითი 27%, უარყოფითი 34%, მიხეილ სააკაშვილი - დადებითი 26%, ხოლო უარყოფითი 39%, არჩილ თალაკვაძე - დადებითი 16%, უარყოფითი 32%, გიგი უგულავა - დადებითი 16%, უარყოფითი - 38%, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე - დადებითი 8%, უარყოფითი 39%.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.