მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეგატიური განწყობა Wall-Street-ზე

5d8d91ef64e17
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 19:25
927
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსება, Wall-Street-ზე ისევ ნეგატიური რეაქციების მთავარი მიზეზია.

ქვეყნის საფონდო ბირჟებზე ინდექსები კვლავ ვარდნაშია. ხუთშაბათის ვაჭრობისას Dow Jones-ის ინდექსი კი, 0.3% -ით დაიხურა და 26.891 პუნქტს მიაღწია. Nasdaq Composite-ის ინდექსმა 0,6% დაკარგა და 8030-ზე შემცირდა. S&P 500-ის ინდექსმა 0.2% შეადგინა და 2977 ნიშნულზე დაეცა.

ბაზრებზე ვარდნა და ზარალი საფონდო ინდექსებზე რეაქცია იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის განცხადებაზე, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის დაწყების საკითხი დაანონსა.

საქმე ეხება 25 ივლისს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების საუბარს. თეთრი სახლის ლიდერს ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც პელოსი აცხადებს, არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც პრეზიდენტი. მისი თქმით, 25 ივლისს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.