მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA-მ და ICCA-მ ურთიერთანამშრომლობის 4 წლის იუბილე ასოციაციის წევრ კომპანიებთან ერთად აღნიშნეს (R)

60ffd99a8c523
BM.GE
27.07.21 14:00
2097
შაბათს, 24 ივლისს, ბაკურიანში, რუმს ჰოტელ კოხტაში Nexia TA-მ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA-სთან პარტნიორობით ასოციაციის წევრ კომპანიებთან ერთად 4 წლის თანამშრომლობის და მეგობრობის იუბილე აღნიშნა. შეხვედრისას Nexia TA-მ ასოციაციის წევრებს გააცნო საგადასახადო სიახლეები, ბიზნეს საქმიანობაზე სწორი ბუღალტრული აღრიცხვის გავლენა და, ამასთან ერთად, წარუდგინა ახალი პროდუქტები პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქმიანობის უფრო ეფექტურად წარსამართავად.



“როგორც იცით, ჩვენს კომპანიაში სამუშაო პროცესსა და კლიენტებთან ურთიერთობას ისეთივე მნიშვნელოვნებას ვანიჭებთ, როგორც შედეგს. ამიტომაც, ვისარგებლეთ საიუბილეო თარიღით, რომ გადავწყვიტეთ ცოცხალი კომუნიკაცია გვქონოდა ჩვენს პარტნიორებთან და მათთან უშუალო ურთიერთობების ფორმატში გვემსჯელა პოსტ-პანდემიურ გამოწვევბსა და საჭიროებებზე. ასევე, ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ და ვიმსჯელეთ კონკრეტულად სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ჩვენდა სასიხარულოდ შეხვედრა საკმაოდ ინტერაქციული გამოდგა, იყო უამრავი კითხვა ჩვენს ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებმაც დამსწრე კომპანიების საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.“- განაცხადა Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა.

Nexia TA-მ ინფრასტრუქტურის ასოციაციის წევრ კომპანიებს გააცნო ახალი სერვისები, რომლებიც პანდემიის მიუხედავად განავითარა:

1. ტექნოლოგიური სიახლე - საინვენტარიზავიო პროგრამა „Multi”

Multi ეს არის ძირითადი საშუალებების მართვის CLOUD პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ბუღალტრული დოკუმენტები ზუსტად ასახავდეს საწარმოს სამეურნეო საქმიანობას და მის შედეგებს, აქტივების (ძირითადი საშუალებების) რაოდენობას. შეხვედრის მსვლელობისას ადგილზევე მოხდა RFID ტექნოლოგიის გამოყენების დემონსტრაცია - სტიკერებისა და რიდერის ადგილზე პრეზენტაცია - საკონფერენციო დარბაზის დასტიკერება და Multi-ს მეშვეობით საკონფერენციო დარბაზის ინვენტარიზაცია კონფერენციის დამსწრეებთან ერთად.

2. CFO აუთსორსინგი და CFO-ს როლი კომპანიის შედეგების გაუმჯობესებაში

კომპანიის ზრდასთან ერთად გადასამუშავებელი ფინანსური ინფორმაციის მოცულობა იმდენად იზრდება, რომ გენერალური დირექტორი ვეღარ ითავსებს ფინანსურ ფუნქციებს და დგება დრო, რომ ეს მოვალეობები ფინანსურ ოფიცერს გადასცეს, თვითონ კი ყურადღება გაამახვილოს კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე.
Nexian TA-ს CFO აუთსორსინგის მენეჯერმა დამსწრე ასოციაციის წევრებთან ისაუბრა კომპანიაში ფინანსური დირექტორის როლზე და მის მოვალეობებზე: ბუღალტრების მხარდაჭერა/ზედამხედველობა, ანალიტიკა, მენეჯერული აღრიცხვა, ბიუჯეტის კონტროლი, ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკება, დირექტორისთვის სტრატეგიული რეკომენდაციების მიცემა. ამის გარდა CFO-ს დანიშნულებაა ბიუჯეტის სწორი დაგეგმვა და კონტროლი, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი, ძირითადი საშუალებების შეფასება, ფინანსურ ინსტიტუტებთან (ბანკები, ფონდები) ურთიერთობა/მოლაპარაკება და ა.შ.

Nexia TA-მ წარადგინა 2 სახის CFO Outsourcing მომსახურება: 1) სრული outsourcing იმათთვის, ვისაც ფინანსური დირექტორი არ ჰყავს და 2) ფინანსური მხარდაჭერა („ფინანსური გაჯანსაღება“) იმათთვის, ვისაც ფინანსური დირექტორი ჰყავს, მაგრამ მაინც სურს საჭირო მიმართულებით ფინანსური საკონსულტაციო დახმარების მიღება.

3. პროგრამული გადაწყვეტილებები ERP Standard 3.6 და Bitrix 24

შეხვედრისას Nexia TA Solutions-ის მიმართულებამ წარადგინა ორი პროგრამული გადაწყვეტილება: ERP Standard 3.6 და Bitrix 24, რომლებსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს და გააცნო ის მომსახურებები, რომლებიც გულისხმობს მათ დანერგვას, დატრენინგებას, პროგრამის დეველოპმენტს და სხვა. პროგრამული გადაწყვეტილებების მიზანია ERP და СRM მიმართულებით მოახდინოს პროცესების სრული ავტომატიზაცია, გაამარტივოს მომხმარებლების სამუშაო პროცესი და გახადოს ის მაქსიმალურად ეფექტური.

შეხვედრაზე Nexia TA-მ დამსწრე ასოციაციის წევრებს საჩუქრად გადასცა:

• 3 თვიანი CFO მომსახურება/მხარდაჭერა უფასოდ;
• ERP ან/და CRM პროგრამების დანერგვა 1 თვე უფასოდ;
• 2 თვიანი ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო პროგრამით - „Multi“ სარგებლობა.

შეხვედრაზე ასევე, მოეწყო სახალისო გათამაშება, რომლის შედეგადაც გამარჯვებულს Nexia TA-მ გადასცა:

• საგადასახადო კონსალტინგი - 2 თვიანი უფასო მომსახურება;
• ბუღალტრული კონსალტინგი - 1 თვიანი უფასო მომსახურება;
• იურიდიული კონსალტინგი - 2 თვიანი უფასო მომსახურება.

2017 წელს Nexia TA-ს და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ასოციაციის წევრ კომპანიებს სურვილის შემთხვევაში Nexia TA გაუწევს აუდიტორულ თუ სხვა მომსახურებებს სპეციალური ფასდაკლებით.