მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia TA მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშების მომზადებას უზრუნველყოფს

60e70cc3ed451
BM.GE
09.07.21 10:15
1776
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვისაც სავალდებულო ხდება ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, ისევე როგორც მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის. 2019 წელს აღნიშნული ვალდებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხეველობის სამსახურმა (SARAS) ორი წლით გადაავადა მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის, რადგან საწარმოებს სჭირდებოდათ გარკვეული ვადა ადგილობრივი სტანდარტების შესასწავლად და დასანერგად.





„ამ კატეგორიების საწარმოებს ჩვენი კომპანია უკვე 2019 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების დანერგვის, სტანდარტების შესაბამისი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისა და ანგარიშგების მომზადების პროცესში როგორც მე-4, ასევე მე-3 კატეგორიების საწარმოებში“, - ამბობს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი დავით ლომიძე.

სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგება ბიზნესს ეხმარება კომპანიაში არსებული ვითარების უკეთ შეფასებაში, ბიზნეს პროცესების ეფექტურად მართვასა და ფინანსური გეგმების შემუშავებაში. ასევე, აუმჯობესებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას, უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხს და ზრდის შედეგების სანდოობას.

“მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა გააქტიურეს კანონმდებლობით აღიარებული სტანდარტების დანერგვა, რასაც ჩვენთან მათი მკვეთრად გაზრდილი მომართვიანობაც ადასტურებს, ეს კი საბოლოოდ ისევ მათი ბიზნესის წარმატებულ საქმიანობაზე აისახება. აქვე აღვნიშნავ, რომ Nexia TA Academy-აში შეხვედრებისა და ტრენინგების დახმარებით ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მომზადებას იმისთვის, რომ მომავალში დამოუკიდებლადაც აწარმოონ ფინანსური ანგარიშგება“, - განაცხადა Nexia TA-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის უფროსმა მენეჯერმა ნანო სამყურაშვილმა.

(R)