მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ გამყრელიძე: „გვჭირდება გაცილებით აქტიური საინფორმაციო კამპანია"

6065b766b6002
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.21 23:45
712
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის აქტივობა ძალიან დაბალია და საინფორმაციო კამპანია მეტად უნდა გააქტიურდეს. ამის შესახებ მან BM.GE-ის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ განუცხადა.

მისი შეფასებით, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ვაქცინაციის აქტივობის გაზრდა შეიძლება.

„სამწუხაროდ ვაქცინაციის პროცესის აქტივობა ძალიან დაბალია და იმისთვის, რომ ქვეყანა ბოლომდე გაიხსნას და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, გაცილებით მაღალი აქტიურობა გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ეს იქნება მთავრობა, ეს იქნება ბიზნესი და მოსახლეობის ძალისხმევით ამ აქტივობას მივაღწევთ.

რასაც ვაკვირდები საინფორმაციო კამპანია ბოლო დღეებში გააქტიურებულია, მაგრამ მგონია რომ გვჭირდება გაცილებით აქტიური საინფორმაციო კამპანია. არამარტო მთავრობის არამედ ბიზნესის მხრიდანაც“, - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.