მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნინო ჩიჩუა: ვაქცინაციის მთავარი დანიშნულება ინფექციური დაავადების გართულების პრევენციაა

609ab7a39f95e
თამთა ჯიჯავაძე
11.05.21 22:00
1112
ვაქცინაციის მთავარი დანიშნულება ინფექციური დაავადების გართულების პრევენციაა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის თანამშრომელი ნინო ჩიჩუა აცხადებს და უერთდება FORBES HEALTH-ის კამპანიას #აიცერი.

მისი თქმით, მეოცე საუკუნის მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევა არის იმუნიზაცია.

„ვაქცინაიცის წყალობით მსოფლიომ დაამარცხა ისეთი დავადებები, როგორიცაა მაგალითად პოლიემიელიტი და წითურა. მსოფლიოში დღესდღეობით 550 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და ყოველწუთში ძალიან ბევრი ადამიანი იცრება. ვაქცინა საუკეთესო შემთხვევაში გვეხმარება იმაში რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის შეყრა. მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზანი. ვაქცინაციის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ინფექციური დაავადების გართულება არ მოხდეს, ძალიან მარტივად გადავიტანოთ, არ მოვხდეთ საავადმყოფოში და არ მოხდეს გარდაცვალება.

მე როგორც ჯანდაცვის თანამშრომელს, გამიმართლა და ავიცერი 10 დღის წინ. მხოლოდ ჩემი აცრა არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ყველა აიცრას. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, აიცრათ, იმისათვის რომ დაიცვათ საკუთრი თავი, გარშემომყოფი ადამიანები, დროულად დავამარცხოთ ეს პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩეულ რიტმს, რომელიც ძალიან გვენატრება“, - ამბობს ნინო ჩიჩუა.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.