მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nissan-ი ბრიტანეთში „გიგაქარხნის“ მშენებლობაში 1 მლრდ ფუნტს ჩადებს

60ddda73efa43
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.21 21:20
610
ავტოკონცერნი Nissan-ი დიდ ბრიტანეთში „გიგაქარხნის“ მშენებლობაში 1 მილიარდ ფუნტს დააბანდებს, რომელიც აქცენტს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ელემენტების წარმოებაზე გააკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავტოკონცერნი სანდერლენდში ავტომობილებს უკვე 35 წელია აწარმოებს, თუმცა ახალი ხაზის დამატებით 1,650 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი ელემენტების წარმოების დაწყებით Nissan-ი იმ ავტოკონცერნებს უერთდება, რომლებიც სრულად ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ.

გამოცემის მიხედვით, გასულ კვირას ელექტრომობილებისათვის განკუთვნილი ელემენტების წარმოება ფრანგულმა ავტოკონცერნმა Renault-მაც დაანონსა. ხოლო მარტის თვეში, რამდენიმე „გიგაქრხნის“ გახსნაზე Volkswagen-მაც განაცხადა.