მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკის ახალ მერს სურს, რომ პირველი სამი ხელფასი ბიტკოინით გადაუხადონ

618c1f1b606b1
BM.GE
11.11.21 00:50
661
ნიუ-იორკის ახალ მერს, ერიკ ადამსს, პირველი სამი ხელფასის მიღება ბიტკოინში სურს. პოლიციის ყოფილი კაპიტანი მერად გასულ კვირას აირჩიეს და ის ამჟამინდელ მერს, ბილ დე ბლასიოს იანვარში ჩაანაცვლებს.

მერად არჩევის შემდეგ კი ერიკ ადამსმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ნიუ-იორკის კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ცენტრად ქცევას ისახავს მიზნად. საინტერესოა, რომ ნიუ-იორკის ახალი მერის აღნიშნული განცხადება უკან მოჰყვება მაიამის მერის, ფრანსის სუარესის, ტვიტს, რომლის მიხედვითაც ის პირველ ხელფასს სწორედ ბიტკოინით აიღებს.

ერიკ ადამსის მსგავსად, ფრანსის სუარესის მიზანიც მაიამის კრიპტოინდუსტრიის ჰაბად ქცევაა. თუმცა, მისგან განსხვავებით ნიუ-იორკის მერი არა ერთი, არამედ სამი თვის ხელფასს ითხოვს ბიტკოინში.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატი ერიკ ადამსი გასულ კვირას აირჩიეს და ის ნიუ-იორკის ისტორიაში მეორე ფერადკანიანი მერი იქნება. როგორც ჩანს, ის მაიამის მერის გადაწყვეტილებებით აღფრთოვანებულია და მსგავსი რეფორმების დანერგვას საკუთარ ქალაქშიც აპირებს. მაგალითად, მაიამის მერმა რამდენიმე თვის წინ კრიპტოვალუტა MiamiCoin-ი ჩამოაყალიბა. მაინერებით გამომუშავებული კრიპტოვალუტის ღირებულების 30%-ს კი ისევ ქალაქის ბიუჯეტში გზავნის, რისი დახმარებითაც უკვე 7 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება მოხერხდა.

ნიუ-იორკის ახალი მერის განცხადებით, ის მსგავსი ინიციატივის გაჟღერებას ნიუ-იორკისათვისაც გეგმავს. თუმცა, გარემოსდაცვითი საკითხებიდან გამომდინარე, შესაძლოა ახალ მერს შესაბამისმა უწყებებმა დიდი ოპონირება გაუწიონ.

Forbes.ge