ცნობილი მოდის სახლების, Gucci-სა და Balenciaga-ს მფლობელმა კომპანია Kering-მა ნიუ-იორკში, მანჰეტენის კუნძულზე მდებარე ცათამბჯენი იყიდა, რაშიც $963 მილიონი გადაიხადა. ცათამბჯენი მე-5 ავენიუსა და 56-ე ქუჩის კვეთაზე მდებარეობს, Trump Tower-ის წინ.
შენობა, რომელიც Kering-მა შეიძინა 10,600 კვადრატული მეტრის ფართობს აერთიანებს, ანუ გამოდის, რომ ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი $90,000-ზე მეტი შეადგინა.
მე-5 ავენიუზე მდებარე ეს შენობა უძრავი ქონების ამერიკელ მაგნატ ჯეფ სატონს ეკუთვნოდა, რომელმაც, რამდენიმე კვირის წინ, ამავე ქუჩაზე მდებარე ორი ნაგებობა გაყიდა, რაშიც, ჯამჰრად, $835 მილიონი მიიღო.