მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველოში 12.5%-იანი ინფლაცია იყო

61a9c231c400b
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.21 11:03
935
გამოქვეყნდა 2021 წლის ნოემბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში, რომლის მიხედვითაც გასული თვის განმავლობაში საქართველოში ფასები წლიურად 12.5%-ით გაიზარდა. 

ფასების ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ფასების ზრდამ, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტების ფასები 17%-ით არის გაზრდილი. გაძვირებული საწვავის გამო ტრანსპორტის სექტორში ფასების 20.2%-იანი ზრდაა. 

კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, ფასების მატება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.2 პროცენტით, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.3 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.5 პროცენტიანი მატება, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.2 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.0 პროცენტი).