მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაძვირდა/გაიაფდა ყველაზე მეტად ივლისში?

სურსათი

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო. ეს ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რასაც საქსტატი ინფლაციის გაანგარიშებისას ითვლის ფასმა საშუალოდ 5.5%-ით მოიმატა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასი გაიზარდა 14%, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასის მატებაა 8.3%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში 4.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

BMG გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ივლისში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა:

ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები:

  1. წიწაკა: +58%;
  2. საზამთრო: +56%;
  3. გაზეთი: +41%;
  4. დიზელის საწვავი: 36%;
  5. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი: 35%;
  6. მსხალი: 35%;
  7. კიტრი: +35%;
  8. ქალის ზამთრის ფეხსაცმელი: +31%;
  9. ქალის ფეხსაცმლის შეკეთება: +30% ;
  10. ხახვი: +30%;

ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები:

  1. ნიორი: -31.6%;
  2. მანდარინი: -31%;
  3. ინტერნეტის გადასახდელი: -22%;
  4. ფორთოხალი: -21%;
  5. ლიმონი: -21%;
  6. კარტოფილი: -18%;
  7. კივი: -18% ;
  8. ტელევიზორი: -17%;
  9. მაცივარი: -17.11%;
  10. სარეცხი მანქანა: -15%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები