საქსტატმა ოქტომბრის ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ფასები წინა წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ინფლაცია სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით დაჩქარდა. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ყოველთვიური გამოკვლევით ითვლის. ამ 305 საქონელსა და მომსახურებას შორის შედის როგორც სურსათი და საწვავი; ასევე საოჯახო ტექნიკა; კომუნალური და ჯანდაცვის სერვისები; გართობა დასვენება და მოგზაურობა; ტანსაცმელი და სხვა საქონელი.
დეტალური ინდექსის თანახმად, წელს ყველაზე მეტად წლიურ ჭრილში გაძვირებულია გაზეთი, რომელიც წლიურად 67.62%-ით არის გაძვირებული; მეორე ადგილზეა დიზელის საწვავი ფასის 21.29%-ის ზრდით; ტოპ 10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორის ასევეა ბენზინი ფასის 37.15%-ის მატებით. რაც შეეხება გაიაფებულ საქონელსა და მომსახურებას მათ შორის მოხვდა უმაღლესი განათლება ფასის 32.94%-ის კლებით, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ 2026 წლის საშემოდგომო სემესტრიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული პირველკურსელებისთვის სწავლის გადასახადი გაუქმდა, რაც საქსტატის შეფასებით მთლიანად უმაღლესი განათლების (როგორც კერძო ასევე საჯარო) ღირებულებაში ფასის 32.94%-ის კლებით აისახა. გარდა უმაღლესი განათლებისა ასევე გაიაფდა კივი (41.75%-ით); ქლიავი (50.39%-ით) და მწვანე ლობიო 26.45%-ით.
ოქტომბრის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ყველაზე გაძვირებული საქონელი და მომსახურება:
| # | დასახელება | ფასის წლიური ზრდა |
| 1 | გაზეთი | 67.62% |
| 2 | დიზელის საწვავი | 61.29% |
| 3 | პომიდორი | 37.51% |
| 4 | ბენზინი | 37.15% |
| 5 | თვითმფრინავით მგზავრობა | 35.21% |
| 6 | ჟურნალი | 30.07% |
| 7 | შებოლილი თევზი | 29.86% |
| 8 | ქალის ფეხსაცმლის შეკეთება | 29.42% |
| 9 | შამპუნი | 26.35% |
| 10 | ავტომობილის შეკეთება | 26.04% |
ოქტომბრის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ყველაზე გაიაფებული საქონელი და მომსახურება:
| # | დასახელება | ფასის წლიური კლება |
| 10 | თეფში | -19.76% |
| 9 | საზამთრო | -20.77% |
| 8 | ნიორი | -23.53% |
| 7 | წიწაკა | -25.19% |
| 6 | მწვანე ლობიო | -26.45% |
| 5 | ლიმონი | -27.69% |
| 4 | მანდარინი | -32.38% |
| 3 | უმაღლესი სასწავლებლის გადასახდელი | -32.94% |
| 2 | კივი | -41.75% |
| 1 | ქლიავი | -50.39% |
























