მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანში ხინკალი 10%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები აგვისტოში?

ხინკალი

საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია აგვისტოშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 12%-ით გაიზარდა.

2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% პროცენტი შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 5%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, აგვისტოში რესტორნებში ხინკალი წლიურად 10%-ით გაძვირდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 10%-ითაა გაზრდილი.

9%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 1% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები