პირველად საქართველოში, ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად, თიბისიში უკვე შესაძლებელია ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველოფის გარეშე 250 000 ლარამდე სესხით სარგებლობა.
როგორც BM.GE-ის თიბისიდან აცნობეს, შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, რის შემდეგაც მათ თიბისიდან დაუკავშირდებიან. სესხის დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურია და ის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
„საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბიზნესებს სჭირდებათ ფინანსური რესურსი, როგორც საქმიანობის გასაგრძელებლად, ისე - განვითარებისთვის. თიბისის მისიაა, გაუმარტივოს მომხმარებელს ცხოვრება, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებისა და პროცესების გამარტივების კუთხით. ამ დრომდე, საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000 ლარი იყო, ჩვენ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე ავწიეთ. დარწმუნებული ვართ, ახალი ფინანსური რესურსის გაჩენა ბაზარზე დადებით გავლენას მოახდენს და ბიზნესებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება არსებული გამოწვევის ფონზე საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად“, - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი.
250 000 ლარამდე ბიზნესსესხის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება, შესაძლებელია ბმულზე:
https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan .
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა