მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომის დანაშაულებებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს... საქართველო უკრაინის გვერდითაა - პრეზიდენტი

647ee888d2741
ინგა მურუსიძე
06.06.23 12:11
655
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.

საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას" კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.

საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, - ნათქვამია პრეზიდენტის "ტვიტში".