მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომში 50 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - ბრიტანეთის თავდაცვა

62d4029f0aea1
ალა ისპირიანი
17.07.22 17:30
971
"ომში 50 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა", - ამის შესახებ The Guardian -ი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სახმელეთო საბრძოლო ეფექტურობის 30%-ზე მეტი დაკარგა.

ამის გამო, უკრაინის არმია დარწმუნებულია, რომ ომს მოიგებს.

"რუსეთმა სახმელეთო საბრძოლო ეფექტურობის 30%-ზე მეტი დაკარგა. ეს რეალურად ნიშნავს 50 000 რუსი ჯარისკაცს, რომლებიც ან დაიღუპნენ ან დაშავდნენ. ამ კონფლიქტში თითქმის 1 700 რუსული ტანკი და დაახლოებით 4 000 ჯავშანტექნიკა განადგურდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.