მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განვაგრძობთ უკრაინის გვერდით დგომას" - აშშ უკრაინას $1 მილიარდის ოდენობის დახმარებას გადასცემს

ენტონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად $1 მილიარდზე მეტს გამოუყოფს. 

ამის შესახებ ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის გვერდით დგომას და დღეს ამ ერთობლივი ძალისხმევის ფარგლებში ვაცხადებთ ერთი მილიარდი დოლარზე მეტი დახმარების შესახებ. ახალ პაკეტში გათვალისწინებულია 665,5 მილიონი აშშ დოლარი სამხედრო და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

უსაფრთხოების ახალი დაფინანსება, რომელსაც დღეს ვაცხადებთ, გაძლიერდება ამ შემოდგომაზე ამერიკული „აბრამსის“ ტანკების ჩამოსვლითა და შეერთებულ შტატებში F-16-ზე უკრაინელი პილოტების წვრთნით“, – აღნიშნა ბლინკენმა და დასძინა, რომ მთლიანობაში აშშ-მ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, 43 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გასწია.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კიევში 6 სექტემბერს ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები