მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება - მინისტრი

5e99ae24ba59a
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.20 17:24
1463
ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმება მომავალი კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკის "გახსნის" და ამოქმედების პროცესში, ეს იქნება პირველი პრიორიტეტული ბიზნეს საქმიანობა.

"ერთ-ერთი პრიორიტეტი იმ მომენტისთვის, როდესაც ჩვენ დავიწყებთ ეკონომიკის ჩართვას და ამოქმედებას, იქნება ონლაინ ვაჭრობა და ის კომპანიები, ვინც დაკავებულია ონლაინ ვაჭრობით ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. შემდეგ კვირაში, ჩვენ პრიორიტეტულად დავიწყებთ სწორედ ონლაინ ვაჭრობის კომპანიების მონიტორინგს და შემოწმობას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად და ხარისხიანად მოვამზადოთ ეს სექტორი იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ ყველა ერთად დავიწყებთ ეკონომიკის ამოქოქვას და ექნებათ უსაფრთხო საქმიანობის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.