ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის.
OPEC-ის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 648,000 ბარელით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ წარმოების ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წლის დასაწყისში განსაზღვრულ დონეს (450,000).
ორგანიზაციის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოს - საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებასთან. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი მზადაა, ევროპას ნავთობის მიწოდება გაუზარდოს.
გასათვალისწინებელია, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებდნენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკამ და აშშ-ის მთავრობის მკაცრმა პოზიციამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო და ორგანიზაციის დე-ფაქტო ლიდერმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სამან ალ-საუდმა პოზიცია შეცვალა.
ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილება მოვლენების განვითარებასთან და მთავრობის მიერ პრიორიტეტების გადაფასებასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის გასვლით საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა იხსნება.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი