მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში იმპორტმა $900 მილიონს გადააჭარბა

6192099d28974
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.21 11:22
• 598
საქსტატმა 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან $904 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, ეს წინა წელთან შედარებით 24%-ით ანუ $175 მილიონით მეტია. 

იმპორტზე უფრო მაღალი ტემპით - 31.3%-ით გაიზარდა ექსპორტი, რამაც ოქტომბერში $411 მილიონი შეადგინა, ეს პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რომელი კატეგორიის საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ოქტომბერში, აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს. 

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020-თან შედარებით 23%-ით მეტია, იმპორტმა კი 7.96 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელს არსებულ მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები