მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორ დღეში საქართველოში 100-100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინები შემოვა

6065bfc721518
ინგა მურუსიძე
01.04.21 16:38
1268
წინასწარი ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა საქართველოში 3 აპრილს შემოვა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

მისი თქმით, ჩინეთს სულ 5 ვაქცინა აქვს, ხოლო მათგან 2 საერთაშორისო გამოყენებაშია.

„ჩვენთან შემოდის 100 ათასი დოზა „სინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ იყიდა და 100 ათასი დოზა „სინოვაკი“, რომელსაც საჩუქრად მივიღებთ. ამ ვაქცინებით აცრილია 80 მლნ ადამიანზე მეტი და ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიაში, ჩინეთში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, რომელსაც თავის მხრივ ჯანმოც აღიარებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ორივე ვაქცინა უკვე ელოდება ავტორიზაციას ჯანმოსგან და არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ „სინოფარმი“  აღიარებას აპრილში მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები