გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ჩაის წარმოების ზრდისთვის ქვეყანაში მეტი რესურსი არსებობს. როგორც ოთარ შამუგიამ პარლამენტში "მინისტრის საათის" დროს განაცხადა, მომავალში ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
„ჩაის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩაის პროგრამას ვახორციელებთ. გავზარდეთ თანადაფინანსების მოცულობები და პროგრამის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 1700 ჰექტრამდე ჩაის რეაბილიტაციაა განხორციელებული. ჩვენ გვაქვს მეტი რესურსი იმისთვის, რომ ჩაის წარმოება გავზარდოთ. ხელს შევუწყობთ ჩაის წარმოების ზრდას“, - განაცხადა პარლამენტში ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში შედის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება