გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ხუთშაბათს „მინისტრის საათი“ გვიწევს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის „მინისტრის საათი“ გვექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოთარ შამუგიას მოხსენება პარლამენტში უკვე წარდგენილია.