24.იანვარი .2021 17:07

პაატა ტრაპაიძე: „დღეს ერთადერთი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, რაც ცუდია“

პაატა ტრაპაიძე: „დღეს ერთადერთი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, რაც ცუდია“
views 399
უკან

"ობიექტურები უნდა ვიყოთ და უნდა ვთქვათ, რომ დღეს ერთადერთი ინვესტორი არის ბატონი ბიძინა", - განაცხადა „Forbes კვირაში“ სტუმრობისას კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ.

ის თვლის, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში უნდა იყოს ღია და კონკურენტუნარიანი და ქვეყანას ერთი ინვესტორი არ უნდა ჰყავდეს.

„დღეს ერთადერთი ინვესტორი არის ბატონი ბიძინა. ეს ძალიან ცუდია. ერთი ადამიანის ინვესტორობას ჰქვია ფეოდალიზმი...ეს უნდა იყოს გახსნილი გარემო, კონფერენციებს უნდა ვაწყობდეთ და ვამბობდეთ, რომ აქ აბსოლუტურად ღია კონკურენციაა. მხოლოდ კონკურენცია ბადებს განვითარებას. ყველაზე უფრო მეტად ამაზე დამწყდა გული“, - ამბობს ტრაპაიძე.

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელის აზრით, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ქვეყანამ გარკვეული შესაძლებლობები დაკარგა და  საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციებით ვერ განვითარდება.

„დღეს უნდა ვილაპარაკოთ დაკარგულ შესაძლებლობებზე“, - აცხადებს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა