მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PACE პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო შეშფოთებულია

5e34019dbdfd2
ნათია თაქთაქიშვილი
31.01.20 14:27
809
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო. ორგნიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს “ქართული ოცნების” მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდების გამო.

ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

ის ასევე მოითხოვს შესრულებულ იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად.

PACE ასევე შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის – მიმართულებით განგრძობითი ბორდერიზაციის და მცოცავი ანექსიის გამო, ისევე როგორც ყირიმის უკანონო აქნექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აგრესის გამო.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ 10 ქვეყნის (საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის) შედეგები შეაჯამა.