ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს პუტინის რეჟიმის ლეგიტიმურობა 2024 წლის შემდეგ აღარ ცნოს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ არსებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ევროპული საბჭოს ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტი არალეგიტიმურად უნდა გამოაცხადონ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარულის გარდა.
ასამბლეა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პუტინი ხელისუფლებაში 2000 წლიდანაა, ხოლო 2020 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტობის პოტენციური ვადა 2036 წლამდე გაიხანგრძლივა.
"პრეზიდენტის უსაზღვრო ძალაუფლება, რომელიც გრძელდება უკიდურესად დიდ ხანს, რასაც ემატება ძალთა ბალანსის არარსებობამ, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, თავისუფალი მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად აქცია",- წერია რეზოლუციაში.
ამას გარდა, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პუტინი.