მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს, კონკურენტებისგან განსხვავებით, განვითარებისკენ წავედით - "ბენე ჯგუფი"

63c13df203566
თათია კაკიაშვილი
13.01.23 15:18
722
“პანდემიას, როგორც გამოწვევას, ასე აღვიქვამ, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ პანდემია აღმოჩნდა ის, რამაც გაგვაძლიერა და ბაზარზე უფრო პოზიციები გაგვიმყარა,“ - ამის შესახებ BMG-ს „ბენე ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოგლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ლოქდაუნების პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის ოპერირების შეჩერების დროს, კომპანია არაერთ მსხვილ ორგანიზაციასთან დაკონტრაქტდა და ხანგრძლივვადიანი პარტნიორული ურთიერთობაც შეინარჩუნა.

„ბიზნესი, ზოგადად, ბევრ რისკთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან პირიქით განვითარებას დავუთმეთ მეტი დრო. პანდემიის დროს როცა სხვა კონკურენტმა კომპანიებმა რისკების შემცირებისკენ გადადგეს ნაბიჯები, ჩვენ - არა, პირიქით, განვითარებისკენ წავედით. ალბათ, ერთადერთი კომპანია ვიყავით, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების დროს, სხვადასხვა კომპანიას ვემსახურებოდით. ასე ვთქვათ, ძალიან კარგად გადავიტანეთ პანდემია, რამაც პირიქით გაგვაძლიერა, როგორც გუნდის შიგნით, ისე - ჩვენი პარტნიორების და ფინანსური ინსტიტუტების თვალში. პანდემიის დროს ჩვენ ვალდებულებებიც არ გაგვიჩერებია და საკმაოდ ძლიერად შევხვდით. მე ვფიქრობ, გადამწყვეტი იყო, რომ ჩვენ ჩვენი აქტივი არ შევამცირეთ, პირიქით - ზრდისკენ წავედით, რამაც უკვე 2021 წელს, მოგვცა სერიოზული შედეგი და 100%-იანი მატება მივიღეთ, რაც გამოიხატებოდა უკვე შექმნილ სამუშაო ადგილებში და ა.შ.” - განაცხადა გიორგი გოგლიძემ.

რაც შეეხება 2022 წელს, „ბენე ჯგუფის“ ინფორმაციით, ლოკაციების ჩამონათვალს, საიდანაც 2022 წელს საქართველოში ტურისტები ყველაზე ხშირად ჩამოდიოდნენ და თან ავტომობილების დაქირავებით იყვნენ დაინტერესებულები, ძირითადად, დასავლეთ ევროპის, გალფის და ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს მოიცავს.

“ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები არის, საიდანაც ტურისტების უფრო დიდი ნაკადი შეინიშნება, თუმცა ევროპის მიმართულებაც ძალიან გააქტიურებულია. ამ პრემიუმ მიმართულებაში ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციები, წვეულებები, ანუ ის, რითაც საქართველოში ტურიზმი განვითარებულია,” - დასძინა გოგლიძემ.