26.ივნისი .2022 14:03

“პანდემიის შემდეგ სასწაული ხდება და ყოველთვე თითქმის ორნიშნიანი ზრდა გვაქვს" - “ეფეს საქართველო"

“პანდემიის შემდეგ სასწაული ხდება და ყოველთვე თითქმის ორნიშნიანი ზრდა გვაქვს" - “ეფეს საქართველო"
views 11143
უკან

“ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ წელს კომპანიას ლუდის გაყიდვები 10-12%-ით გაეზრდება, რაც პოსტპანდემიურ პერიოდს უკავშირდება.

“პანდემიის შემდეგ რაღაც სასწაული ხდება და ყოველთვე თითქმის ორნიშნა რიცხვით ვიზრდებით. ალბათ სოციალური ურთიერთობები ხალხს მონატრებული აქვს და საზოგადოება უფრო გაიხსნა. პანდემიის განმავლობაში საინვესტიციო საქმიანობა არ შეგვიჩერებია. ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ იყო ახალი შუშის ბოთლის ხაზი. ინვესტიციის მოცულობა 15 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება საექსპორტო პოტენციალს, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და გასულ წელს 45 მლნ ბოთლზე გავედით. რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში მიწოდების ჯაჭვია შეწყვეტილი, თუმცა იმედი გვაქვს მალე ამასაც განვაახლებთ”, - განაცხადა მან BMG-ის ეთერში.

მისივე თქმით, კომპანია ლიმონათის ექსპორტს ჯამში 25 ქვეყანაში ახორციელებს, გასულ წელს კი საექსპორტო ბაზრებს დიდი ბრიტანეთიც დაემატა.

“ჯამში სამი ქვეყნის წილი ჩვენს ექსპორტში [რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა] 35%-მდე იყო. უშუალოდ უკრაინის წილი 7%-ს შეადგენდა. იმედი გვაქვს, რომ დავეწევით იმ გეგმას, რაც გვქონდა. თებერვლიდან მაისის ბოლომდე ჩვენი პროდუქციის სეზონი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსპორტზე ისედაც ცოტა პროდუქცია გადიოდა. რუსეთში ექსპორტი ნაწილობრივ აღდგა, თუმცა ჩვენთვის როგორც დიდი კომპანიისთვის ექსპორტის დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია. 2020 წელს დაახლოებით 2%-იანი ზრდა გვქონდა. გასულ წელს ზრდამ 5% შეადგინა, ახლა 2021 წელთან შედარებით 10%-ით ვიზრდებით. როგორც წესი ლუდის ინდუსტრია ეკონომიკურ ზრდასთან არის დაკავშირებული. ზუსტად იგივე რიცხვები ჯდება ხოლმე რამდენითაც ეკონომიკა იზრდება”, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.