მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანკისში "ხადორის 3"-ის მშენებლობის განახლების თარიღი ისევ უცნობია - რას ელოდება ინვესტორი

5da427a840af6
ელენე გოგბერაშვილი
14.10.19 16:17
1767
პანკისის ხეობაში 5,4 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსაგურის „ხადორის 3“-ის მშენებლობის განახლების ვადები ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ინვესტორი კომპანია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობას აგრძელებს და ახლო მომავალში პანკისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც უნდა დაიწყოს.

რაც შეეხება ხეობაში კიდევ ერთი ჰესის, „სამყურის“ პროექტს, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ინვესტორი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გეგმავენ მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყონ.

„ეს არის 27 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს პრობლემა არ შეექმნება. იმედია, არასამთავრობოები საქმეს არ გააფუჭებენ“, - განუცხადა  bm.ge-ის ლაშა იორდანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ მშენებლობის დაწყებას დათქმულ ვადებში შეძლებენ, პროექტი დაახლოებით, 2 წელიწადში დასრულდება. განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში 35 მილიონ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება „ხადორი 3“-ის პროექტს, იორდანიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის 90%-ის თანხმობის მიღებისთვის უახლოეს მომავალში ეკონომოკის სამინისტროს ჩართულობით ადგილობრივებთან მოლაპარაკებები განახლდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, „ხადორი 3“-ის მშენებლობა შეწყდა.