მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Paramount, Citi, AMD, JPMorgan, American Airlines - ბირჟებზე საუკეთესო შედეგების მქონე კომპანიები

6284f9f6f4055
გიორგი თოლორდავა
18.05.22 18:18
1760
გასული 24 საათი ამერიკულ საფონდო ბირჟებზე აღმასვლის საკმაოდ ძლიერი ტენდენციით გამოირჩეოდა: აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი (S&P 500) 2.02%-ით გაიზარდა; 2.76%-ით მოიმატა Nasdaq-ის ინდექსის ღირებულებამ; Dow Jones-ის ზრდის მაჩვენებელი კი 1.34%-ს შეადგენს.

17 მაისის სავაჭრო სესიაზე გამორჩეული შედეგები ავიასექტორს ჰქონდა: United Airlines-ის ღირებულება 7.9%-ით გაიზარდა; 7.7%-ით მოიმატა American Airlines-ის აქციებმა; Delta Airlines-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.6%-ით არის გაზრდილი; ხოლო უმსხვილესი ავიამწარმოებელი კომპანიის, Boeing-ის აქციების ფასი 6.5%-ითაა გაზრდილი.

გასული 24 საათის პოზიტიური შედეგებით დასრულება შეძლეს კომპიუტერული ჩიპების, პროცესორების და ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიებმაც: AMD-ის აქციების ღირებულება 8.7%-ით გაიზარდა; Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 5.3%-ით მოიმატა; Microchip Tech-ის აქციები თითქმის 5%-ითაა გაზრდილი; ხოლო Intel-ის აქციების ფასმა 3.1%-ით მოიმატა.

საფონდო ბირჟაზე გამორჩეული შედეგები ჰქონდათ საბანკო-საფინანსო სექტორში წარმოდგენილ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებსაც: American Express (+3.5%); JPMorgan Chase (+3.3%); Goldman Sachs (+3.2%); Visa (+3.1%).

აღსანიშნავია, რომ თითქმის 7.6%-ითაა გაზრდილი Citigroup-ის აქციები - საინვესტიციო ბანკის წარმატების მიზეზი კი უორენ ბაფეტსი Berkshire Hathaway-ს მიერ მასში განხორციელებული $3-მილიარდიანი ინვესტიციაა.

"ომაჰელი ორაკულის“ არჩევანის Citigroup-ზე შეჩერების ამბავი ინვესტორებმა უაღრესად პოზიტიურად მიიღეს, რაც კომპანიის აქციების ფასზეც მკაფიოდ აისახა.

გუშინდელი სავაჭრო სესიის საუკეთესო შედეგიც კი სწორედ უორენ ბაფეტს უკავშირდება: Berkshire-ის მიერ Paramount Global-ის 69 მილიონი აქციის შეძენის ამბის გავრცელებას მედია ჰოლდინგის აქციების 15.3%-ით ზრდა მოჰყვა.

საგულისხმოა, რომ გასულ 24 საათში ყველაზე არასახარბიელო შედეგები საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს ჰქონდათ. მათ შორის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის, Walmart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11.4%-ითაა შემცირებული. რითეილ ინდუსტრიის აქციების ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგებია, რაც აშშ-ის მასშტაბით მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონით და გაძვირებული სურსათითაა გამოწვეული.

საქართველოს ბანკის მობილბანკით შეგიძლია 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია, როგორებიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.