მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პარკირების სისტემის მოწესრიგების ინიციატივებს ვერ ვხედავთ” - თბილისის საკრებულოს წევრი

624efeae06cbe
ანუკა ჯოხაძე
07.04.22 21:03
1030
2018 წლის მონაცემებით დედაქალაქში 32 257 საპარკინგე ადგილი იყო, დღეს კი თბილისში თითქმის 3000 ერთეულით ნაკლები საპარკინგე ადგილია მონიშნული.

პარკირების რეფორმაზე კითხვები აქვთ საკრებულოს ოპოზიციაში. საკრებულოს წევრი გიორგი შარაშიძე თვლის, რომ "სითი პარკის" წასვლის შემდეგ დედაქალაქში პარკირების თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ არის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ პარკირებიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტიცია მოახდინოს. შარაშიძის თქმით, გენერირებული თანხებით კერძო სექტორთან თანამშრომლობით პარკირების მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება უნდა დაიწყოს.

“ჩვენ ამ კუთხით ვერ ვხედავთ განსაკუთრებულ ინიციატივებს, არ არის არანაირი ინოვაცია. ეს შემოიფარგლება მხოლოდ საზოგადოებრივი მოხმარების გზების დახაზვით. თუ ვისაუბრებთ ჯარიმებიდან შემოსული თანხების რეინვესტირებაზე საპარკინგე სისტემის მოწესრიგების კუთხით, სახეზე გვაქვს ერთადერთი ინვესტიცია - საღებავი და ფუნჯი. სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტებს საპარკინგე სისტემის მოწესრიგების კუთხით არ ვიცნობ.

არ ვიცნობ პროექტებს, არც სახელმწიფოს მხრიდან და არც კერძო-საჯარო თანამშრომლების პირობებში. დარწმუნებული ვარ, რომ იყოს სათანადო ნება, დათანხმდებიან და წამოვლენ სახელმწიფოსთან გარკვეული ტიპის თანამშრომლობაზე", - აცხადებს საკრებულოს წევრიე.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა, მას შემდეგ კი დედაქალაქში პარკირების საკითხებს კომპანია "თბილისი პარკინგი" კურირებს.