მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

5ddbe9dcaecb4
თელარა გელანტია
25.11.19 18:43
4035
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, ირაკლი ბერაიას დამთავრებული აქვს საქართველოს დიპლომატიური აკადემია, ასევე, სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული. ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაში, 2012-2015 წლებში იყო შსს-ს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო 2015-2016 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ბერაია საქართველოს პარლამენტის წევრი არის 2016 წლიდან. არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.