მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ბერაია მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი იყო. BMG არკვევს, თუ ვინ შეცვლის მას საკანონმდებლო ორგანოში.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები