მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე ნატოში და კატარში საქართველოს ახალ ელჩებს შეხვდა

ბერაია

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა.

კობახიძემ დიპლომატებს თანამდებობეზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ბერაიას კარიერა:

  • საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
  • საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში;
  • სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორი.

ვარლამ ავალიანის კარიერა:

  • 2021-2025 – მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი („რუსთავი 2“ და სხვა მედია პლატფორმები);
  • 2019-2021 – „სტუდია მაესტრო“-ს აღმასრულებელი დირექტორი;
  • 2012-2014 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და მოადგილე;
  • 1999-2013 – სხვადასხვა ტელეკომპანიაში ჟურნალისტი;
  • ასევე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები