სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს ჩატარდა, ვინაიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი არ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია კვლავ არ გიარა.
კვორუმისთვის საჭიროა 76 დეპუტატი, თუმცა, რეგისტრაცია მხოლოდ 52-მა დეპუტატმა გაიარა, რის გამოც, კენჭისყრის პროცესი უკვე მესამედ ჩაიშალა. სასამართლოში კორუფციის გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირას ორჯერ სცადეს.
შეგახსენებთ, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტი პარლამენტში „რეფორმების ჯგუფმა“ დააინიცირა.