მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილი სანქციებზე - საქართველოზე ასეთი ინსტრუმენტებით საუბარი იმ ზომის სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა აშშ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ამერიკის მიერ სანქციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმ ზომის სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოზე ასეთი ინსტრუმენტებით საუბარი არასერიოზულია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ არასოდეს არ იმოქმედებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთოდ არ ვფიქრობ. იმიტომ, რომ ჯერ ერთი არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება და არ შეეფერება იმ ზომის სახელმწიფოს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ამ ზომის სახელმწიფოზე, როგორიცაა საქართველო, ასეთი ინსტრუმენტებით ლაპარაკობდეს.

მეორე, საქართველოს ხელისუფლება არასოდეს მოქმედებს არცერთი ქვეყნის შანტაჟის ქვეშ და მე მგონი ეს ბევრმა დაინახა. ჩვენ მიმართ სანქციები ახალი არ არის, როგორც სხვა დროს, სხვა ქვეყნებიდან სანქციებზე ქართველი ხალხის პასუხი იყო, რომ არავინ არ დათმობს თავის ეროვნულ ინტერესებს, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც“,- აცხადებს პაპუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები