მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული". მან დახმარების კონტექსტში ავღანეთში NATO-ს მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ახსენა.

"სამწუხაროდ, კონგრესში ვნახეთ ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი, ჩვენ ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული. ქართველი ხალხი ამერიკელებს გვერდში დაუდგა მათ შორის საერთაშორისო მისიებში. მაშინ, როდესაც NATO-ს ბევრი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი ავღანეთში შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა, ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად წინა ხაზზე იბრძოდნენ. ამის საპასუხოდ რომ ვხედავთ საქართველოს ასეთ დამცირებას, დამცირების მცდელობას, რა თქმა უნდა, სამწუხაროა.

როცა ვხედავთ ჩვენ დეზინფორმაციას მიხეილ სააკაშვილთან, არჩევნებთან დაკავშირებით, სამწუხაროა. როცა ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ რომ უცხო ქვეყანაში დაამცირონ სამშობლო, სამწუხაროა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხი ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები