დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში პარტია "მოქალაქეების" მოთხოვნით "ლიბერთი ბანკის" საპენსიო სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთების საკითხი განიხილეს.
კომიტეტზე დეპუტატების კითხვებს თავად "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი პასუხობდა. ვასილ ხოდელმა თქვა, რომ საპენსიო კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც “საბაზრო” განაკვეთია. მისი თქმით, ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მსგავსი სესხების განაკვეთი 24%-დან 25%-მდეა, თუმცა ხანდაზმულთა შემთხვევაში კრედიტს ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული. ეს არის დაზღვევა იმისა, რომ ხანდაზმული კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულების მომსახურება წყდება და რადგანაც 60 წელზე ხანდაზმულ მოსახლეობაში გარდაცვალების კოეფიციენტი მაღალია, სწორედ ამის გამო ხანდაზმულთა სესხების განაკვეთი 30.65%-ს შეადგენს.
თავის მხრივ კომიტეტმა, ყველა პასუხისმგებელ მხარეს საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე აქტიური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღევანდელ განხილვაზე კი თქვა, რომ საპროცენტო განაკვეთების რეგულირება ცენტრალური ბანკის მანდატს სცდება და ეს საკითხი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დარეგულირდეს.
როგორც აღმოჩნდა სააგენტომ თადარიგი უკვე დაიჭირა და მთავრობას მიმართა. საკომიტეტო განხილვის დასრულების შემდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2022 წელს "ლიბერთი ბანკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის, შესაბამისად მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთვება, ბანკებს კი ტენდერის მოსამზადებლად ერთწლიანი პერიოდი მიეცემათ.
“2019 წელს, როცა გვინდოდა ტენდერის გამოცხადება, აღმოჩნდა, რომ არცერთი ბანკი იმ კონკრეტული მომენტისთვის ინფრასტრუქტურულად და არამარტო არ იყვნენ მზად, აქედან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ ამ მოცემულობით, რომ გონივრული ვადა იქნებოდა 2022 წლამდე ჩაგვეტარებინა ტენდერი, სადაც ერთი წელი იქნებოდა დარჩენილი ( ხელშეკრულების ვადის გასვლამდე), რომ ვინც მოიგებს ამ ტენდერს, ერთი წელი ჰქონდეს მოემზადოს.
ჩვენ უკვე შესული ვართ ინიციატივით, რომ მთავრობა ტექნიკური პირობების შედგენის დროს შექმნის უწყებათაშორის კომისიას. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა უფლებამოსილი ორგანო და ერთობლივად შედგება ტექნიკური პირობები. ამის შემდგომ, როცა მზაობა გვექნება და მზა პროდუქტი მთავრობიდან მიღებული, ჯანდაცვის სამინისტრო ტენდერს გამოაცხადებს და შემდგომ დადებს ხელშეკრულებას, რაშიც იქნება ასახული ეს პარამეტრები“-აცხადებს გიორგი წოწკოლაური.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი